|
2022-06-21 11:59:36, 959 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - უწყების მიზანია ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის მექანიზმების დანერგვა, რომელიც სისტემას გამჭვირვალეს გახდის
ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვების პოლიტიკა, მეთოდოლოგიის დახვეწა, არსებული გამოწვევები და მიღწევები - ამ თემებზე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო პარტნიორებმა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და სექტორის წარმომადგენლებმა. კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა აქცენტები პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანია ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სისტემას უფრო გამჭვირვალეს, სამართლიანსა და ეფექტურს გახდის. მისივე განმარტებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვისთვის და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება, ჰოსპიტალურ სექტორთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მინსიტრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა სოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა. თამარ გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს უკვე განხორციელებული რეფორმებისა და ახალი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ილია ღუდუშაურმა კი აღნიშნა, რომ დაფინანსების DRG საპილოტე პროგრამა უკვე დაწყებულია, ამ მიმართულებით ნებისმიერი სიახლე ჰოსპიტალურ სექტორთან კოორდინაციით დაინერგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)