|
2022-06-21 11:52:19, 701 ნახვა
საზოგადოება
თბილისის რიგით მე-14 სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 21-დან 27 ივნისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით ხორციელდება. კინოფესტივალი საზეიმოდ 21 ივნისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება, ლევან ერისთავის და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო“ (ხანგრძლივობა: 36 წუთი, გამოშვების წელი: 1981). ფილმი გადაღებულია მერაბ აბაშიძის მოთხრობის მიხედვით - „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“. სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია. სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალური ჟიურის წევრები არიან: ანა ურუშაძე - კინორეჟისორი; ალეკო ცაბაძე - კინორეჟისორი და სცენარისტი; ქეთევან ტრაპაიძე - კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 27 ივნისს კინოთეატრი „ამირანი“ ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს, რომელზეც ჟიური საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ანიმაციური ფილმი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი; საუკეთესო რეჟისურა; ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი; გრან-პრი. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დასწრების მსურველები საფესტივალო ბილეთების შეძენას შეძლებენ ვებგვერდზე - www.kinoafisha.ge, ხოლო სტუდენტებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი“ - პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი, რომელიც 25, 26 და 27 ივნისს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მის: შოთა რუსთაველის გამზირი №19) ჩატარდება. „TISFF ფიჩინგ-ფორუმი 2022“-ის ტუტორი: თამარა ტატიშვილია - ევროპული კინოინდუსტრიის წარმომადგენელი; ჟიური: ქეთი დანელია - პროდიუსერი; ალექსანდრე კობერიძე - კინორეჟისორი; დავით ჯანელიძე - კინორეჟისორი. „ფიჩინგ-ფორუმი“ თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგა გრიპი“, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველჰყოფს. ფესტივალის მეგობრები: AT.ge, რადიო „ფორტუნა“, City Institute Georgia და რესტორანი „შავი ლომია“.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)