09:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 22:01:15, 1187 ნახვა

პოლიტიკა
ნინო დანელია - ჩვენი ვალია რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაშოროთ აქაურობას, რადგან ისინი არიან კრემლის მონები

ვიცავთ ისტორიას, ეროვნულ ღირსებას, ქართველობას,- აცხადებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას მედია ექსპერტი ნინო დანელია.

მისივე თქმით, ქართველობა არასდროს ყოფილა სილაჩრე და მოძმე ერის საერთო მტერთან მიტოვება. 

"ჩვენ აქ ყველანი შევიკრიბეთ ერთი მიზნისთვის - ვიცავთ ისტორიას, ეროვნულ ღირსებას, ქართველობას, იმიტომ რომ ქართველობა არასდროს ყოფილა სილაჩრე და მოძმე ერის საერთო მტერთან მიტოვება. არასდროს ვტოვებთ მარტო დაჩაგრულ ადამიანებს. ყოფილა საქართველოში ისეთი დღეები რომ უფსკრული გახსნილა, მაგრამ არასდროს არ დამთავრებულა ეს ოლიგარქის გამარჯვებით. ქართული ტრადიცია არის, როდესაც ბოროტება წააგებს სიკეთესთან. გადამწყვეტ ფაზაშია ჩვენი ბრძოლა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ზუსტად ისე, როგორც უკრაინას არ აქვს დანებების უფლება, არც საქართველოს აქვს დანებების უფლება. ოლიგარქს არ უნდა ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ვინ ჰკითხავს მას? ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენი ვალია რომ ეს ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ხელისფლებას, რადგან ისინი არიან კრემლის მონები. დადგება ის დღე, როდესაც მართლა მრავალფეროვანი მოქალქეები ისევ შევიკრიბებით და ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას,"- აცხადებს დანელია.

პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ დაიწყო, გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics