09:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 21:56:18, 1245 ნახვა

პოლიტიკა
კუბილიუსი- ქართველებს ვუსურვებ მთავრობას, რომელიც ევროკავშირის გზაზე დაბრკოლება არ არის

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას,- ასე მიმართავს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აქციაზე შეკრებილებს.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი პროევროპელია და მთავრობაც პროევროპული უნდა ყავდეს. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს.

"მომავალი უნდა იყოს ევროკავშირი, ევროკავშიროს მომავალი კი საქართველოს როგორც პარტნიორად ყოლაა. ქართველი ერი პროევეოპელია და პროევეოპული მთავრობა უნდა ყავდეს. ნამდბილო დემოკრატია არის იქ სადაც  არ იქნება პოლიტიზირებული მართმსაჯულება. ქართველი ხალხი ასეთ დემოკრატიას იმიტომ იმსახურებს რომ ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და გაცემულ რეკომენდაციებს. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება. ",- აცხადებს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. გამომსვლელების შემდეგ, შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics