|
2022-06-20 16:33:36, 1058 ნახვა
საზოგადოება
პარალიმპიური კომიტეტი - მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს აქციას ვუერთდებით
მედიაში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქციას უერთდება. რაც არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს პარალიმპიური ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არის საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ღირსეული წევრი, იცავს პარალიმპიური მოძრაობის ქარტიას და კონსტიტუციას. "ამ განცხადების უკან დგანან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივი გზით სცადეს კომიტეტის მიტაცება. კომიტეტის დამფუძნებელმა გუნდმა შესძლო პარალიმპიური კომიტეტის დაბრუნება 2012 წელს და მას შემდეგ, მოდავე მხარესთან სამი ინსტანციის სასამართლოს მოგება. პარასპორტსმენი გვყავს. ვითარდება პარალიმპიური სპორტის 20 სახეობა და ჩვენი პარალიმპიელები უმაღლესი მიღწევებით ახარებენ გულშემატკივარს. ეს პროგრესი შეუძლებელი იქნებიდა სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება! საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყონებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!",- წერია პარალიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)