09:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 15:04:28, 1048 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება

პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება. მთავარია მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ვაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად. ამისთვის ძალიან ბერი რამ გაკეთდება, მათ შორის დავიწყებთ იმ პუნქტების შესრულებას, რომლებიც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩამოთვლილი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი პარტნიორებს ინფორმაციას ოპოზიციის ქმედებების შესახებაც მიაწვდის.

„ასევე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის. დღევანდელი აქციაც ამის ნათელი მაგალითი იქნება. გარდა ამისა, რიტორიკა არის ის, რაც არის სრული ლუსტრაცია იმისა თუ როგორია ოპოზიციის განზრახვა. მათი განზრახვაა პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სცენარი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics