10:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 14:09:38, 933 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო

მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს იმაზე მეტი მავნებლობა, ვიდრე ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალო. 

"როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ მართლაც ისტორიულ პროცესში, მართლაც ხომ არ არსებობს. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას და ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ?

ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში. დავუშვათ, თეორიულ დაშვებას ვაკეთებ, არათუ სიმართლეზე და ობიექტურ გარემოებებზე, არამედ მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისათვის. და ხელოვნურ დაბრკოლებებზე როდესაც გვაქვს საუბარი, სწორედ ამას ვგულისხმობთ",- განაცხადა მდინარაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics