|
2022-06-20 13:45:02, 1150 ნახვა
მსოფლიო
არჩევნები საფრანგეთში: მაკრონის პარტიამ საპარლამენტო ადგილები დაკარგა
ბევრი ანალიტიკოსი და მედია საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ემანუელ მაკრონის დამარცხებას უწოდებს. კენჭისყრის შედეგად, მისმა ცენტრისტულმა ბლოკმა „ერთად“ მაინც დაკარგა აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში. სათანადო მხარდაჭერის გარეშე ახლად არჩეულ პრეზიდენტს უაღრესად გაუჭირდება კანონპროექტების გატარება. ულტრამემარჯვენეები, მარინ ლე პენის მეთაურობით, მესამე - თავისთვის "ისტორიული" შედეგითაც პარლამენტში მიდიან. „მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ეროვნული ასამბლეის მსგავსი კონფიგურაცია. ეს ვითარება წარმოადგენს რისკს ჩვენი ქვეყნისთვის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც გვიწევს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ იმუშავეთ აქტიური უმრავლესობის შექმნაზე“. - აცხადებს ელიზაბეტ ბორნი, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი. ჟან-ლუკ მელენშონი, რომელმაც მარცხენა ბანაკის უმსხვილესი პარტიები ოპოზიციურ ალიანსში გააერთიანა და სათავეში ჩაუდგა, კენჭისყრის შედეგებს საპრეზიდენტო მოძრაობისა და მაკრონის პოლიტიკისთვის დამღუპველად მიიჩნევს.
„ამოცანაა ემანუელ მაკრონი უმცირესობის პრეზიდენტი გახდეს, რათა დავიცვათ ქვეყანა ერთი პარტიის მმართველობისგან და პრეზიდენტი მათი ძალაუფლების განხორციელებაზე სათანადო კონტროლის გარეშე." - აცხადებს, მარინ ლე პენი „ნაციონალური კავშირის“ ლიდერი ამ არჩევნების კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო დაბალი აქტივობა. კვირას ფრანგი ამომრჩეველთა 53%-ზე მეტი არ მივიდა საარჩევნო უბნებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)