|
2022-06-20 11:45:33, 993 ნახვა
საზოგადოება
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც „მერანოს ღვინის ფესტივალს“ იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლა
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც „მერანოს ღვინის ფესტივალს“ იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლაფესტივალი იტალიაში 1992 წლიდან იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალურია არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: ასოციაცია „ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, „მერანოს ღვინის ფესტივალი“ და ონლაინ პლატფორმა „მერანო Wine Hunter“; ღონისძიების პარტნიორია „შატო მუხრანი“. „შატო მუხრანში“ გამართულ ფესტივალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება „მერანოს ღვინის ფესტივალი“. ფესტივალი საინტერესოა იმითაც, რომ, ღვინის გარდა, წარმოდგენილია გასტრონომიული პროდუქტებიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, რომელიც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ზოგადად ქართულ, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოს“, - განაცხადა იური ნოზაძემ. „შატო მუხრანში“ გამართულ ფესტივალზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა კომპანიის ღვინოები და გასტრონომიული პროდუქტები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-მდე კომპანია. ღონისძიების ფარგლებში, კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. „მერანოს ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში, „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. კონკურსზე, 105 კომპანიის მიერ, 351 ნიმუში იყო წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ნიმუშებიდან საუკეთესო ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ 2017 წელს დაფუძნდა. კონკურსის მიზანია, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება. ონლაინ პლატფორმაზე „მერანო Wine Hunter“ ღვინოების განთავსებით, კონკურსი მომხმარებელს საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარუდგენს, რითაც ხელს უწყობს ქვევრის ღვინის წარმოების ზრდას და პოპულარიზაციას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)