00:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-18 18:01:19, 1667 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯონსონი - კიევი, ან სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება

კიევი, ან სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის უკრაინაში ჩატარებას 2023 წელს.

"ევროვიზია უკრაინელებმა მოიგეს. ვიცი, რომ ფანტასტიკური ნომერი გვქონდა, მეორე ადგილი დავიკავეთ და ვისურვებდი, რომ კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. მაგრამ ფაქტია: მათ (უკრაინამ) გაიმარჯვა და ამას იმსახურებენ.
ვფიქრობ მათ (უკრაინას) შეუძლიათ კონკურსის გამართვა და მჯერა, რომ მათ უნდა ჩაატარონ. ჩემი აზრით, კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი ევროვიზიისთვის ფანტასტიკური ადგილი იქნება". - განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics