10:52 - 30 Jun, 2026
|
2022-06-18 15:14:06, 880 ნახვა
პოლიტიკა
აჭარაში 2022 წელს კენკროვანი კულტურის ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალი" პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო. გვარაში მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. დასაქმებულია 30 ადამიანი. 2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო. 2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)