|
2022-06-18 11:47:46, 1346 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირთან სრულფასოვან ინტეგრაციამდე ერთი ნაბიჯია
უკრაინას ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ეს არის ისტორიული მიღწევა ყველასთვის, ვინც მუშაობდა სახელმწიფოსთვის. „ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებას. ჩვენ გვაქვს ევროკომისიის დადებითი მოსაზრება უკრაინის კანდიდატურაზე. და ეს არის ისტორიული მიღწევა ყველასთვის, ვინც მუშაობდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. „მჯერა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯიც პოზიტიური ყოფილიყო“,-განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებდა ამ პოზიტივს. „უკრაინული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. უკრაინის ინსტიტუტები ომის დროსაც კი სტაბილურად რჩებიან. უკრაინულმა დემოკრატიულმა ჩვევებმა ჯერაც არ დაკარგა ძალა. ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება მხოლოდ ჩვენთვის არ არის დადებითი. ეს არის უდიდესი წვლილი, ევროპის მომავალისთვის მრავალი წლის განმავლობაში“, - დასძინა პრეზიდეტმა. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. გუშინ 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც რეკომენდაცია მისცა, რომ ევროსაბჭომ უკრაინას მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.ამასთან, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ასეთი სტატუსის მისაღებად უკრაინამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა განახორციელოს. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)