|
2022-06-18 10:17:24, 1272 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ქვემო ქართლში სამელიორაციო ობიექტებზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარნეულში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, სამელიორაციო ობიექტებზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შპს „საქართველოს მელიორაციის” მიერ ჩატარებული მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სოფელ შაუმიანში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი სისტემა ამოქმედდა. შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა, სამი ათეული წლის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს. „სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ, რითაც საშუალებას ვაძლევთ ფერმერებს, აწარმოონ ხარისხიანი, მაღალი ღირებულების პროდუქცია. მარნეულის მუნიციპალიტეტში სრულად აღვადგინეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 30 წლის შემდეგ, წელს პირველად, გავუშვით წყალი. ათას ჰექტარ ფართობზე მეტი წყლით უზრუნველყოფილი იქნება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფელ ფარცხისში, უხვი ნალექის გამო განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები. მეწყრული პროცესების გამო, მილსადენი მწყობრიდანაა გამოსული. მელიორაციის კომპანია მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს საკუთარი ძალებით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ძალიან მალე აღვადგინოთ სისტემა - მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაო ძალაც. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ძალიან მალე მივაწოდოთ მოსახლეობას სარწყავი წყალი”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. „საქართველოს მელიორაცია”, გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. აღნიშნული სარწყავი სისტემით ქვემო ქართლის რეგიონის 17 სოფლის, დაახლოებით, 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა ხორციელდება.
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)