|
2022-06-17 14:27:16, 1843 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, უკვე მათზეა დამოკიდებული, რა დროში დადგება შედეგი - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროპის კარი ღია არის საქართველოსთვის, უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ მთელი ქვეყანა შეიკრას, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი და გააქტიურდეთ, - ასე უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეკითხვას, როდის მიიღებს კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ რა დროში დადგება შედეგი, დამოკიდებულია იმაზე, რაც უფრო მალე გააკეთებს ქვეყანა იმ პირობებს, რომელიც საჭიროა. "პირველ რიგში, მსურს გითხრათ, რომ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი, რომ ევროპის კარი ღია არის საქართველოსთვის. უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, რომ მთელი ქვეყანა შეიკრას, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი და გააქტიურდეთ. ეს თავისმხრივ, თუ რა დროში დადგება შედეგი, რაც უფრო მალე გააკეთებს ქვეყანა ამას, მით უფრო მალე მიღებს კანდიდატობის სტატუსს. ამიტომაც, მათზეა დამოკიდებული",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)