|
2022-06-17 12:27:27, 983 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი კანდიდატობაზე - რომ გითხრან, სპილო ხარ და არ ვიყო, როგორ გადავიქცე იმად, რაც არასდროს არ ვყოფილვარ?
არც ჩვენ და არც მათ სხვა გზა არ აქვთ. კანდიდატი სტატუსი უნდა მოგვანიჭონ ვინაიდან, თუ ისინი სტატუს არ მოგვანიჭებენ ეს იქნება სიგნალი რეგიონში არსებული სხვა ძალებისთვის, რომ კავკასია არ არის პრინციპული დასავლეთისთვის, - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის შეფასება. მისი თქმით, არ შეიძლება წარგვიდგენენ ისეთი პირობები, რომლის შესრულებაც საქართველოს არ შეეძლება. "არ შეიძლება, ინსტიტუციამ წარმოგიდგინოს შეუსრულებელი პირობები, რაც აპრიორი ყველამ იცის, რომ ვერ შესრულდება. მაგალითად, არის რეფორმირება რიგი მიმართულებების, მაგალითად, არის პოლიტიკური შეთანხმება რაღაცაზე და ა.შ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ველი, რომ რაღაცას ჩაწერენ, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანას არ ჰყავს. ყველაფერს ხომ უნდა არგუმენტირება? ჰაერიდან მოტანილი თემა, რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს არ ვყოფილვარ? როგორ განვიკურნო იმისგან, რაც არასდროს არ მჭირდა?",- ამბობს დავითულიანი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)