|
2022-06-16 21:41:09, 1234 ნახვა
პოლიტიკა
დრაგი - იტალიას სურვილი აქვს უკრაინა EU-ში იხილოს, ამიტომ სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ
იტალიას სურვილი აქვს უკრაინა EU-ში იხილოს, ამიტომ სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ. - განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ. მისივე თქმით, ჩვენ ევროპელები ვართ და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გავწევრიანდეთ. დღეს უკრაინაში, უკრაინელი ერის მხარდასაჭერად ჩამოვედით. მხარს ვუჭერთ ერს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა. იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს, ამიტომ მისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. დღეს რუსული ბოროტების საშინელი ნაკვალევი ვიხილეთ. დავეხმარებით უკრაინას ამ სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და ომის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიზანია მშვიდობის დამყარება. აუცილებელია რომ უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს. ჩვენ ევროპელები ვართ და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გავწევრიანდეთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)