|
2022-06-16 15:27:45, 1249 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით სტარტაპებისთვის ინტენსიური ვორქშოფი გაიმართა
"საქართვლოს ბანკი", როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი განაგრძობს საინტერესო ღონისძებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi, Catapult VC და US Market Access Center-ის მასპინძლობით გაიმართა ღონისძიება- ვენჩურული კაპიტალისთვის მზადება: გზა იდეიდან მაღალი ღირებულების კომპანიამდე. მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ როგორ გახდნენ მასშტაბირებადი და გაიგონ თუ რა სჭირდებათ წარმატებული ზრდისა და დაფინანსებითვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ უფრო ადრეული ეტაპის დამფუძნებლებიც, ვისაც სურთ წინასწარ მოემზადონ ამ გზისთვის. “სტარტაპისთვის ვენჩურული კაპიტალისგან დაფინანსების მიღება არ არის დასასრული, არამედ დასაწყისი ინტენსიური საქმიანობის. დაფინანსების თითოეულ ეტაპზე დამფუძნებლები ვალდებულებას იღებენ ინვესტორების წინაშე, რომ მიაღწევენ ღირებულების და წარმატების გარკვეულ დონეს. ამ ეტაპებში კარგად გამორკვევა და ინვესტორების თვალით დანახვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს მიზნების თანხვედრა და ინვესტიციის დიდ ღირებულებად ქცევა“,- განაცხადა კოლინ დონოჰიუმ, Startup Grind Tbilisi-ს დირექტორმა. ღონისძიებაზე ისაუბრა სამმა, ტოპ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორმა სილიკონ ველიდან. ესენი არიან: ჯონათან თაუერი– Catapult VC-ს, სილიკონ ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის მმართველი პარტნიორი. კატაპულტის პორტფოლიოდან 23 სტარტაპი მოგვიანებით გახდა მილიარდი ან მეტი დოლარის ღირებულის. ეს მოიცავს Jet.com (IPO, $3B) და Dollar Shave club (IPO $1B). ბილ რაიკერი- Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორი. ბილი იყო Garage Technology Ventures-ის დამფუძნებელი Guy Kawasaki-სთან ერთად, რომელიც მოგვიანებით შეისყიდა Pegasus Tech Ventures-მა. მან თავად დააფუძნა 4 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელთაგან ორმა დაიწყო აქციების საჯაროდ გაყიდვა. ახლა ის არის პარტნიორი Pegasus Tech Ventures-ში (64 ექსითი, 20 IPO).
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)