|
2022-06-16 13:36:46, 1113 ნახვა
მსოფლიო
CNN - უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა პუტინი გააბრაზოს
უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა გააბრაზოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მოსკოვი უკვე დაემუქრა, რომ ამგვარ ნაბიჯს აგრესიის აქტად ჩათვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკული მედიის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინა დასავლეთთან ასე მჭიდრო კავშირში მყოფი ორგანიზაციის მიერ მიიღება, უდავოდ „პუტინის აგრესიის აქტად ჩაითვლება“. „მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნატო-ში გაწევრიანების ტოლფასი იქნებოდა და ამ პრეტენზიის მტკიცება ახლა უფრო რთულია, როცა ევროკავშირი ასე აშკარად გეოპოლიტიკური ხდება“, - განაცხადა ჟურნალისტმა. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ. კიევმა შეავსო და წარუდგინა კითხვარი ევროკომისიას, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. კითხვარის პირველი ნაწილი შეიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს, რომლითაც შეფასდება უკრაინის მზაობა წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მეორე ეხება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან. დღეს 16 ივნისს კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)