|
2022-06-16 12:38:08, 1076 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით. ყურადღება დაეთმო „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ (Tailored Support Document) განხილვას, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც. ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაზე დადასტურდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოახლოებული ნატო-ს მადრიდის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)