|
2022-06-16 11:18:05, 1157 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია USDA-ს რეგიონალურ ხელმძღვანელს, მაიკლ ფრენკომს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონალურ ხელმძღვანელს, მაიკლ ფრენკომს შეხვდა. მინისტრმა ქვეყანაში ხორბლის წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გეგმავს ისეთი მასტიმულირებელი პროექტები განახორციელოს, რომელიც ხორბლის წარმოებისა და მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. „არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მაქსიმალურად მოკლე დროში ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შევძლებთ, მომავალი წლების განმავლობაში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-მდე მაინც გავზარდოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ოთარ შამუგიამ, შეხვედრაზე, სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მიღებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება. რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტმა, დაახლოებით, 1 მლნ ბოთლი შეადგინა. მაიკლ ფრენკომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) გეგმავს საქართველოს ხორბლის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს. მაიკლ ფრენკომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ საქართველოში განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ USDA ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შეხვედრას USDA-ს წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)