|
2022-06-16 11:16:51, 1071 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მთავარ პროკურორთან ტრეისი უილკსონთან, ოლქის აღმასრულებელ პროკურორთან ჯასტინ როუდთან და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მაიკლ რ. უილნერთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის და კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურატურის წარმომადგენლები. ასევე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებთან ერთად, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების ფედერალურ სამსახურში, გამოძიების ფედერალურ სააგენტოში, ფედერალურ პროკურატურაში და პრობაციის სამსახურში.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)