|
2022-06-15 12:35:29, 1503 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს?
ერთი კითხვა მაქვს: ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს?,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა. მედვედევის თქმით, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია – მათ იმდენი ჩადეს „ანტი-რუსეთის” პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ „ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, ლენდ-ლიზის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან. ერთი კითხვა მაქვს: ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია – მათ იმდენი ჩადეს „ანტი-რუსეთის" პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ". – წერს მედვედევი Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ მანამდე მედვედევმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე უარს დასავლეთის, ვაშინგტონისა და ბრიუსიელის ზეწოლის გამო ამბობს, ამიტომ შესაძლებელიასაბოლოოდ ეროვნული სუვერენიტეტიც კი დაკარგოს. „რა საფრთხეს ქმნის? გასაგებია რასაც. სამწუხაროდ, ეს დაკავშირებულია მსხვერპლთანაც, ნგრევასთანაც და საბოლოო ჯამში უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს დამატებითი ტერიტორიები იმის შედეგად, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, ეს – მოლაპარაკებაზე უარის თქმა – ემუქრება უკრაინას არსებითად ერთი რამით: ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვით. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გააგრძელებენ მოლაპარაკებებს თუ მათზე უარს იტყვიან, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიონ. არა კოკაინის, ან სხვა სტიმულატორების გავლენის ქვეშ, რომლებსაც იქ იყენებენ, არამედ ფხიზელ გონებაზე". – განაცხადა მედვედევმა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)