13:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 11:19:40, 1530 ნახვა

პოლიტიკა
მელია - პოზიცია თუ არ გაქვს ვერავის ვერ მოეწონები, ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა

ზოგადად და განსაკუთრებით პოლიტიკაში - სადაც გსურს რომ ადამიანებმა აგირჩიონ, როგორც მინიმუმ უნდა იცოდნენ ასევე შენი არჩევანი და დარწმუნებულები იყვნენ პოზიციის სიმყარეში,- ასე გამოეხმაურა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას აქციის დაანონსების შესახებ.

მელიას თქმით, პოზიცია თუ არ გაქვს ვერავის ვერ მოეწონები.

„ზოგადად და განსაკუთრებით პოლიტიკაში - სადაც გსურს რომ ადამიანებმა აგირჩიონ, როგორც მინიმუმ უნდა იცოდნენ ასევე შენი არჩევანი და დარწმუნებულები იყვნენ პოზიციის სიმყარეში. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს შენი პოზიცია, მაგრამ პოზიცია თუ არ გაქვს ვერავის ვერ მოეწონები. ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა. 20 ივნისი 20:00 საათი“,- წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიგინგზე,  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს 16 ივნისს აქცია დაანონსა. 

მისი თქმით,  ყველა უნდა გამოვიდეს ევროპის მოედანზე, როგორც რიგითი მოქალაქე.  

„16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა".- განაცხადა ზურაბიშვილმა. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics