|
2022-06-15 00:26:01, 1332 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში, 20-შიც ერთად ვიყოთ
17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, - ასე ეხმაურება პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ აქციას. "17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ, მარა გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რო ვაჯობოთ ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მარა ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ "მე იქ იმასთან არ მივალ" ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ, რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების, საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ, რომ ბევრნი ვართ!" - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ 16 ივნიის შეკრებაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის ტრიბუნა არ იქნება და ყველა მივა, როგორც რიგითი მოქალაქე. მან ევროკავშირის ელჩი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოპოზიციია და მთავრობა მიიწვია. "ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება". ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციაზე საუბრისას განახადა, რომ ახლა არ არის "დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის, გახლეჩის". მანვე აღნიშნა, რომ თუ აქცია მაინც გაიმართება, დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ყველა ექსცესი მისი პასუხისმგებლობაა.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)