|
2022-06-14 17:12:46, 1077 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აზიზბეკ იკრამოვთან შეხვედრა გამართა. აღნშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ქართული მხარის მიერ უზბეკი კოლეგებისთვის გაზიარებული გამოცდილება მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება. ამასთან სამინისტროს ცნობით, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს, მომსახურების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)