|
2022-06-14 13:48:23, 1736 ნახვა
საზოგადოება
5 ივლისის შემდეგ 20 ივნისი - დაუსჯელი ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან კონტრაქციას აანონსებენ
ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური ორგანიზაცია "ალტ-ინფო" 20 ივნისს ევროპული კურსის მხარდასაჭერად გასულ მოქალაქეებთან დაპირისპირებას გეგმავს. 5 ივლისის დაუსჯელი ორგანიზატორები კონტრაქციას სწორედ იქ აანონსებენ, სადაც მოძრაობა "სირცხვილიას " აქცია შინ ევროპისკენ! არის დაგეგმილი. როგორც რადიკალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, მოქმედებაში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ 20 ივნისის სცენარი განმეორდება და "ნაციონალური მოძრაობა" ძალოვან სტრუქტურებს "დაესხმებიან". "20-დან 24 ივნისამდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია და არის იმის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ. 20 ივნისს ვაპირებთ ლოკაციებზე შორიახლოს ყოფნას, არსად კონკრეტულად არ გავდივართ, რომ ვინმემ რაღაც პროვოკაცია არ დაგეგმოს. თუ აქცია ჩატარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ჩვენც ჩვეულებრივად როგორც ვიკრიბებით, ისე დავიშლებით. ჩვენ რომ მოქმედებაში შევიდეთ, უნდა მოხდეს დაახლოებით 20 ივნისის სცენარი, როდესაც ვნახავთ, რომ ძალოვან სტრუქტურებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს ესხმიან ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები. ჩვენ პოლიციის დაცვა არ ვართ. იმედი გვაქვს, რომ პოლიციას დაცვა არ დასჭირდება, მაგრამ თუ ამ ქვეყანას დასჭირდება, მხოლოდ პოლიციის იმედად არ ვიქნებით მხოლოდ". - ამბობს მორგოშია. შეგახსენებთ, რომ "შინ ევროპისკენ" ამ სახელწოდებით აქცია 20 ივნისს გაიმართება, აქცია პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე დაიწყება, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)