21:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 11:20:11, 1699 ნახვა

ომი უკრაინაში
შოლცი - მზად ვართ უკრაინას საზენიტო სისტემები გადავცეთ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და სამხედრო რადარებს გადასცემს.

შოლცი ამბობს, რომ ბერლინი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა ნატო-ს ტერიტორიის ყველა ნაწილი დაიცვას.

"უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და სამხედრო რადარებს გადავცემთ, რომელიც არტილერიის აღმოსაჩენად გამოიიყენება,"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ  გერმანიამ უკრაინას ტყვია საბრძოლო მასალა, ხელყუმბარა და  ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე წერს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად კონკრეტული მძიმე იარაღის გარკვეული რაოდენობა სჭირდება. პოდოლიაკი წერს, რომ 15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისაგან ქმედით ნაბიჯებს ელის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics