14:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 19:16:49, 1302 ნახვა

პოლიტიკა
მჟავანაძე - ღარიბაშვილის განცხადებები ცალსახად 20 ივნისის აქციის მარგინალიზებას ემსახურება

ის რიიტორიკა, რასაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უშუალოდ პრემიერმინისტრისგან, ემსახურება აქციის მარგინალიზება. - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერმა გიორგი მჟავანაძემ.

მისივე თქმით,მათ ძალიან კარგად იციან, სუსის და სხვადასხვა სამსახურების საშუალებით, რომ ამ აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას.

"ის რიიტორიკა, რასაც ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, უშუალოდ პრემიერმინისტრისგან, ემსახურება აქციის მარგინალიზებას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, სუსის და სხვადასხვა სამსახურების საშუალებით, რომ ამ აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და დემოკრატიულ ქვეყანაში ამ ტიპის შეკრების ინიციატორი თავად ხელისუფლება იქნებოდა, რომელსაც ექნებოდა სურვილი რომ ხალხის არჩევანი დაენახებინა ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. თუმცა, რადგან ეს არ ხდება, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო ჯგუფები ამ ინიციატივას ჩვენს თავზე ვიღებთ და ამ ტიპის შეკრებას ვაწყობთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "შინ ევროპისკენ" ამ სახელწოდებით აქცია 20 ივნისს გაიმართება, აქცია პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე დაიწყება, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics