|
2022-06-13 16:33:15, 1124 ნახვა
საზოგადოება
კასპში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
11 ივნისს კასპში „თბილისის გულის ცენტრის“ ექიმთა ჯგუფის მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური (გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია-წნევა) პროფილის 50 წელს გადაცილებულ პაციენტთა უფასო კონსულტაციებს და გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია). კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა „თბილისის გულის ცენტრის“ დირექტორს არჩილ ჩახრუკიძეს, აქციის მონაწილე ექიმებს და ჩვენს თანაქალაქელს „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციულ დირექტორს ზურაბ ნიპარიშვილს, რომლის უშუალო ინიციატივითაც მოეწყო აღნიშნული აქცია. „თბილისის გულის ცენტრის“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაიგეგმა სამომავლო აქცია. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობა და მსგავსი ღონისძიებების მხარდამჭერი და თანამდგომი ყოველთვის იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)