12:23 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 14:58:12, 1082 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და რეზოლუციასთან დაკავშირებით, მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ საქართველო.

„პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო - საქართველო. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშიროს კანდიდატის სტატუსს. ჯერი ევროკავშირზეა. ჩვენი მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას ამ საპატიო სტატუსის მისაღებად. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ეყოფათ პოლიტიკური ნება საქართველოს დაუფასონ ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი, რაც გამოიხატება მათ პოლიტიკურ ჟესტში. შემდეგ, უკვე დაიწყება კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics