|
2022-06-13 12:51:18, 1568 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის 70%-ზე მეტს აკონტროლებენ, ბრძოლები გრძელდება
რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის 70%-ზე მეტს აკონტროლებენ, ქალაქში ბრძოლები გრძელდება,- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, დაბომბვის გამო მასობრივი ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელია. სამხედროები დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გაყვანას ახერხებენ, ბრძოლები კი იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ისინი შეიძლება დღეების განმავლობაში გაგარძელდეს. „აზოტის“ ქარხანაში სევეროდონეცკის 500-მდე მცხოვრები რჩება, მათგან 40 ბავშვია. სამრეწველო ტერიტორია ძლიერ დაბომბულია დიდი კალიბრის არტილერიით. გაიდაიმ თქვა, რომ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის თაობაზე სევეროდონეცკის „აზოტის“ ქარხნიდან. „ჩვენ ვცდილობთ შევთანხმდეთ ირინა ვერეშჩუკის დახმარებით დერეფნის მოწყობაზე, ჯერჯერობით უშედეგოდ. „აზოტის“ თავშესაფრები ისეთი ძლიერი არ არის, როგორც მარიუპოლის „აზოვსტალში“, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი უშეცდომოდ უსაფრთხოების გარანტიებით”,-განაცხადა გაიდაიმ. ამასთან, გაიდიას თქმით, ლისიჩანსკში დამპყრობლებმა დაბომბვა გააძლიერეს. ბოლო დღეებში ამ ქალაქში ყველაზე მეტი დაღუპული და დაჭრილია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)