17:10 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 11:35:39, 1096 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტები: ტვ „იმედმა“ ოპოზიციის ბრალეულობას ხსენების სანაცვლოდ, დადებითი სიუჟეტის გაკეთება შემოგვთავაზა

თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ  ტელეკომპანია  „იმედის" ჟურნალისტმა ოპოზიციის ბრალეულობას ხსენების სანაცვლოდ, ხანგრძლივი და დადებითი სიუჟეტის გაკეთება შესთავაზა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტური მოძრაობა ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირს.

"ალბათ ყველამ იხილეთ დღეს სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მინდა აღვნიშნოთ რამდენიმე საგულისხმო ეპიზოდი:

პირველ ყოვლისა, ჩვენ გვაქვს 4 მოთხოვნა: 

1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. საგამოცდო ფორმატის ცვლილება!
3. რექტორის არჩევის წესის ცვლილება!
4. ფინანსური გამჭვირვალობა! 

სანამ უყურებთ როგორ  დგას ბაგების საერთო საცხოვრებლის წინ სტუდენტი და საუბრობს, რომ არც ისე ცუდია, გაიხსენეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები, თუ არ გახსოვთ, თან დავურთავთ პოსტს! 

გვინდა ვთქვათ, რომ დაგვიკავშირდა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი რ.მ. და შემოგვთავაზა, რომ თუ ოპოზიციის ბრალეულობას ვახსენებდით, ჩვენზე გაკეთდებოდა ხანგრძლივი და დადებითი სიუჟეტი. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ვგმობთ ჩვენს ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებას! პროტესტი არის დამოუკიდებელი და მოტივირებულია იმ გაუსაძლისი პირობებით, რომლებშიც სტუდენტებს უწევთ ცხოვრება! 

იხილეთ ბაგების საერთო საცხოვრებლის ფოტოები!"- წერია განცხხადებაში. 

თსუ-ში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული ფორმატით მიმდინარეობს, გამოცდები დასწრებით ფორმატში.სტუდენტების პროტესტისა და განათლების სამინისტროს მოწოდების შემდეგ უნივერსიტეტი სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა, ხოლო გამოცდები დასწრებითი ფორმით დაიგეგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics