|
2022-06-11 12:35:48, 1595 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ბულგარული მედია ვიქტორ იგნატოვზე - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. იგნატოვის თქმით, ფეხბურთელი მაშინ დაშავდა, როდესაც წინ მიმავალ ავტობუსს მეორე ავტობუსი უკნიდან შეეჯახა, ნედელევს მინის ნამსხვრევი თავში მოხვდა და თავის ქალა გაუტყდა. მისივე ინფორმაციით, ტოდორ ნედელევის მდგომარეობა სტაბილურია. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანეს, სადაც სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ სულ მცირე 1 კვირის განმავლობაში დარჩება, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით კი 3 თვეში გამოჯანმრთელდება. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელები ორი ავტობუსით სასტუმროსკენ მიემართებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და მეორეს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)