|
2022-06-11 10:45:00, 1022 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის (ნარჩენი ზეთების მართვის, საბურავების ნარჩენების მართვის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის) ამოქმედების ვადების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, ასევე, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებას, რეციკლირებას, ან სხვა ფორმით აღდგენას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)