|
2022-06-11 10:42:40, 890 ნახვა
საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. „კადეტებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრების შეკითხვებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და კადეტებმა უპასუხეს. მოგვიანებით მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ დაათვალიერეს სიმულაციური საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და სასწავლო ლაბორატორიები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა ექსპერიმენტს დასწრებოდნენ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებით არის აღჭურვილი. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დღის განმავლობაში 700 - მდე ვიზიტორს უმასპინძლა. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 27 ივნისიდან დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)