00:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 10:37:17, 2669 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ნგრევა და მწუხარება ერთადერთია, რისი მიცემაც რუსეთს მეზობლებისთვის შეუძლია

რუსეთი აგრძელებს შეტევას დონბასში და სურს გაანადგუროს იქ ყველა ქალაქი, როგორც ეს ვოლნოვახასა და მარიუპოლში გააკეთა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ნგრევა და მწუხარება ერთადერთია, რისი მიცემაც რუსეთს მეზობლებისთვის შეუძლია.

„რუსეთს სურს გაანადგუროს დონბასის ყველა ქალაქი. თითოეული. და ეს არ არის გადაჭარბებული. ვოლნოვახასა და მარიუპოლისავით. მთელი ეს ნანგრევები ოდესღაც ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი, აფეთქებების კრატერები - ეს არის ყველაფერი, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპას, მსოფლიოს. შესაძლოა, ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადაციის უსწრაფესი მაგალითი, გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ გაიარა 107 დღეში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი სამშობლოს დასაცავად, შესაძლებლობებიდან და არსებული იარაღიდან დაწყებული. ამასთან, ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს დასავლელ პარტნიორებთან საჭირო იარაღის მიწოდების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომის დროს რუსეთის ფედერაციამ უკვე 400-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics