|
2022-06-10 18:59:03, 1220 ნახვა
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლომ ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2“-სთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ტელეწამყვან, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სარჩელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და კომპანიისთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. - განაცხადა საიამ. მათივე თქმით, ისინი ეკა კვესიტაძის ინტერესს იცავდა. "საია იცავდა ჟურნალისტ, ეკა კვესიტაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეში. მოსარჩელე 2019 წელს გათავისუფლდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-დან. სარჩელით ჟურნალისტი ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას. საქმეს იხილავდა მოსამართლე ზაალ მარუაშვილი. შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძე რუსთავი 2-დან ახალი ხელმძღვანელობის შემდეგ გაანთავისუფლეს.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)