17:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 17:44:30, 1113 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას დავიცვა კანდიდატურა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ კანდიდატურა ეფექტურად დაიცვას. 

როგორც ზურაბიშვილმა მიმართვაში დასძინა, ის იტალიის შემდეგ ჩავიდა ბრიუსელი, რათა ბოლო ძალისხმევა არ დაეშურებინა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს კანდიდატურა დაეცვა. 

"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ, იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილსთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics