00:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 16:52:25, 1462 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ კადიივკაში ვაგნერელთა სამხედრო ბაზა გაანადგურეს

  ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ ოკუპირებულ  ქალაქ კადიივკაში ვაგნერელთა ბაზა გაანადგურეს.

"ამჯერად ვაგნერელთა ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტად დაარტყეს. მხოლოდ ერთი რაშისტი გადარჩა," - განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ვაგნერი რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია. ბაზა კადიივკას ადგილობრივ სტადიონზე მდებარეობს, რომელიც რუსების მიერ 2014 წლიდან ოკუპირებულია.  

მედიის ინფორმაციით, ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. რუსული დაჯგუფება სისასტიკით და არაადამიანური მოპყრობით გამოირჩევა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics