18:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 21:01:19, 1246 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - პუტინსა და რუს მაღალჩინოსნებს პირად სანქციებს ვუწესებთ

გამოვეცით ბრძანება, რომლის თანახმად, პირადი სანქციები უწესდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და კიდევ 34 ადამიანს. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სანქციები მათ შორის შეეხება კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს, პრემიერ მიხეილ მიშუსტინს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს. 

" სანქციები მოიცავს, აქტივებისა და ქონების დაბლოკვა; უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გადინების პრევენცია; უკრაინის საზღვრის გადაკვეთის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა; ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციების აკრძალვა; ვიზის გაცემაზე უარის თქმა; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა; უკრაინული რადიოსიხშირეების გამოყენების აკრძალვა;
უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვა;
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შეწყვეტა;
ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა; მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics