|
2022-06-09 11:41:58, 1069 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს. უწყების ცნობით, ტრენინგი, „ASB საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა და მას საქართველოდან და სომხეთიდან შერჩეული მონაწილეები დაესწრნენ. „პროგრამის მიზანი სხვადასხვა ტიპის კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების და სტიქიური უბედურების დროს გადაუდებელი დახმარების ჯგუფების რეაგირების გაძლიერებაა. კურსის გავლის შემდეგ, გადამზადებული ინსტრუქტორები გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფებისთვის ტრენინგ პროგრამების ჩატარებას, საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების გუნდის მობილიზების, აღჭურვის, სამედიცინო რეაგირების და დემობილიზაციის შესახებ სწავლებას თავად შეძლებენ. კურსს შვეიცარიიდან მოწვეული ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებსაც გადაუდებელი სიტუაციებისთვის, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სასწავლო კურსი პროექტის „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის (DG ECHO) მიერ არის დაფინანსებული,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)