|
2022-06-09 11:17:25, 807 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 9-19 ივნისს საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი ჩატარდება
თბილისში 9-19 ივნისს, უკვე მესამედ საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება, რომელიც 2019 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა და ყოველწლიურად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს აერთიანებს. ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს ფესტივალზე საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ დიდი გამოცდილება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ვენიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები: ედიშერ სავიცკი, სანდრო გეგეჭკორი და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე, მონაწილეობას იღებს ცნობილი, უკრაინული წარმოშობის პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი. ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ტარდება, მასტერკლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ფესტივალის დასკვნითი კონცერტები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, სახელგანთქმული პიანისტის ციპრიენ კაცარისისა და ცნობილი გერმანელი დირიჟორის მორიც გნანის მონაწილეობით, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)