00:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 01:37:11, 2352 ნახვა

საზოგადოება
როგორ შევარჩიოთ გასაბერი საცურაო აუზები

მათთვის, ვინც დასვენებას სანაპიროზე არ გეგმავს, საკუთარ ბაღში საცურაო აუზის მოწყობა იდეალური გამოსავალია. გასაბერ და კარკასულ (ასაწყობ) აუზებს მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებენ, თუმცა მათი შერჩევისას თითოეულის სპეციფიკაციის გათვალისწინება აუცილებელია. 

● გასაბერი აუზი ოჯახისთვის - მსგავსი მოდელი 6-7 ადამიანის გასაგრილებლად საკმარისია. გაითვალისწინეთ, რომ კარკასი კოროზიის გამძლე მეტალისგან უნდა იყოს დამზადებული. აღნიშნული ფაქტორი აუზის დეფორმირებასა და დაზიანებას აგაცილებთ თავიდან;

● გასაბერი აუზი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის (7-12 წელი)- 2-3 მეტრის სიღრმის მოდელი, რომელიც მოუსვენარ მოზარდებს თავისუფალი ცურვის საშუალებას მისცემს;

Liloshop საცურაო აუზების ფართო არჩევანს გთავაზობთ

თუ საცურაო აუზის მოწყობა გადაწყვიტეთ,  Lilosho   p  საქართველოში ყველაზე ფართო ასორტიმენტით, თქვენი გემოვნების შესაფერისი მოდელის შესარჩევად ზუსტი ადგილია. წარმოდგენილ მოდელებს შორის იპოვით უჟანგავი ლითონის, ანტიკოროზიულ, კარკასულ აუზებს ქვიშისა და კარტრიჯული ფილტრით, მრგვალ გასაბერ აუზებს ბავშვებისთვის, კარკასულს აუზს აქსესუარების მთელი კომპლექტაციით და სხვა, რომელთა ფასი ზომების, მასალისა და აქსესუარების მიხედვით იცვლება.

გასაბერი აუზების შერჩევისას მრგვალი მოდელი უფრო მომგებიანია, რადგან ამ ფორმის კედლებზე წყლის ზეწოლა დაბალანსებულია. დიდ აუზებს ფილტრი აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს, რათა წყალი არ დაბინძურდეს და ფსკერი არ დაზიანდეს. ასევე ამ მოდელისთვის აუცილებელია კიბე, რათა აუზში ჩასვლა კომფორტულად შეძლოთ. გასაბერი აუზის შერჩევისას იმ მოდელს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელსაც ფსკერი გაბერილი აქვს. ამ გზით დაცემისგან გამოწვეული ტრავმისგან თავს დაიზღვევთ. ასევე აუცილებელია აუზს თოკები მოჰყვებოდეს, რადგან ნებისმიერი მოდელი გადაყირავდება თუ საიმედოდ არ გაამაგრებთ. 

რა უპირატესობა აქვს საცურაო აუზის ონლაინ შეძენას?

დღესდღეობით, ნებისმიერი ნივთის შეძენა ონლაინ სისტემით ყველაზე მოსახერხებელია. პანდემიურ გარემოში, საცურაო აუზის ინტერნეტ შესყიდვისას  ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია, ზოგავთ დროს, ეცნობით დეტალურ ინფორმაციას სასურველი მოდელის შესახებ და გადაწყვეტილებას მარტივად იღებთ. შერჩეულ ნივთს კომპანია ადგილზე მოგიტანთ, რათა ზაფხულისთვის დაწყებული სამზადისი კიდევ უფრო ნაკლებ სტრესული და დამღლელი გახდეს. აგარაკზე გასაბერი აუზის მოწყობისას   წყლის შეცვლა არ დაგავიწყდეთ, რადგან თუ ქიმიურ ნივთიერებას არ იყენებთ, ამის გაკეთება ყოველ საღამოს მოგიწევთ. ნებისმიერი ზომის საცურაო აუზი თქვენი სახლისა და ბაღის შეუცვლელი დეტალია, რომელიც ზაფხულის დღეებს კიდევ უფრო გაგილამაზებთ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics