15:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 15:47:48, 2149 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - კრემლის ხელმძღვანელის ნდობა არ შეიძლება, რადგან მის სიტყვებს ფასი არ აქვს

კრემლის ხელმძღვანელის ნდობა არ შეიძლება, რადგან მის სიტყვებს ფასი არ აქვს,- ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, პუტინი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს დაჰპირდა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა მაგრამ სიტყვა არ შეასრულა.

„პუტინი ამბობდა, რომ არ გამოიყენებდა სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის. ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა უთხრა გერმანიის კანცლერს შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რომ არ შეუტევდა უკრაინას. ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ პუტინს, მისი სიტყვებს არანაირი ფასი არ აქვს“, - წერს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics