19:32 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 15:29:35, 877 ნახვა

საზოგადოება
„ხომასურიძე ყვიროდა, თქვე პიდაპარსტების დამცველებოო“- დავით ბერძენიშვილი თავდასხმის დეტალებზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ორი პირი მიზანმიმართულად დაესხა თავს, ერთ-ერთი კი ჰომოფობიურად გამწყობილი ირაკლი ხომასურიძეა. 

მისივე თქმით, ორივე პირი დაკავებულია სამართალდამცავების მიერ, თავად კი, ხათუნა სამნიძესთან ერთად გამოკითხვაზეა დაბარებული. 

"დამშვიდდით. ხათუნას და მე გვეუზრდელებოდა ორი ტიპი მიზანმიმართულად ქაშუეთის წინ რუსთაველზე. ერეკლე მეფე და ამბავი. გინების კორიანტელი იყო. იყო მცირე ფიზიკური შეხებაც. წვივში მომარტყა ფეხი, ხელსაც იქნევდა ერთი. ხომასურიძე და ღვალაძე. ხომასურიძე ყვიროდა, თქვე პიდაპარსტების დამცველებოო...გამახსენდა, რომ მივედი ფილარმონიასთან " და ჩვენ ვიცეკვეთ"ფილმის ჩვენებისას, იქ იყო სხვა ორკებთან ერთად და იგინებოდა. 6 მაისს თვალი აქვს ამ კაცს დაკარგული. ამითი დაიწყო- გომურს რო იცავთ, მე რატომ არ გახსოვარათო. ახლა მივდივართ გამოკითხვაზე კახეთის გზატკეცილზე", - წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი პირი თავს დაესხა. როგორც სამნიძე "ფეისბუკზე" წერს, მამაკაცებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics