21:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 15:00:09, 955 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები მისმენდნენ, ასეთი ეკონომიკური ზრდა ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში

ამასობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდად უნდა დაელოდოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება სამართლიანი.

„ამასობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო.

ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ყველა იმ რეფორმას, რომელზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოცირების დღის წესრიგშია ეს ყველაფერი შეტანილი და მინდა, ყველას ვუსურვო კიდევ და კიდევ გამარჯვება და წარმატება, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს,"- განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics