|
2022-06-04 11:08:05, 888 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 მლნ ლარზე მეტია, 12,4 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების აღდგენას ითვალისწინებს. შედეგად, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც დამატებით 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს. „ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის განხორციელებისთვის დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით, ასევე, დონორების მხარდაჭერით. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაახლოებით, 200 მლნ ლარის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს ეტაპობრივად ვიწყებთ, რაც ჩვენი ფერმერების სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგვა. ფერმერების მხარდასაჭერად, პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ვაფინანსებთ წვეთოვანი მორწყვის სისტემებს; მხოლოდ „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 17 ათასი ჰექტარზე ახალი ინტენსიური ბაღებია გაშენებული, რომელიც თანამედროვე სარწყავი სისტემებით სრულად აღჭურვილია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ფონზე შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ კუთხით, მსოფლიო ბანკის დახმარებით კვლევა ხორციელდება, რომლის შედეგები აჩვენებს, თუ სად შეიძლება, სად არის ოპტიმალური წყალსაცავების მოწყობა და არსებულების რეაბილიტაცია. „სამუშაოების ფარგლებში, გამანაწილებელი არხი და მისი განშტოებები ხე-ბუჩქნარისაგან გაიწმინდება, არსებული მილები ახლით შეიცვლება, ჰიდრანტები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები მოეწყობა. საირიგაციო არხით სოფელ რუისპირის მოსახლეობა ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან დღემდე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 90 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 53,6 მლნ ლარია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში, დამატებით, 16 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად ირწყვება, წყლის მიწოდება 13 300 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებულია 8 000 ჰექტარზე მეტი სავარგული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)