23:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 00:57:55, 1195 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო

ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება" ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო თავისი არსით ევროპული ქვეყანაა.

„საქართველო, თავისი არსით, არის ევროპული ქვეყანა. და ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, „კონსტიტუცია", ანუ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გენერალურ გეგმას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებზეც ავიღეთ პასუხიმგებლობა და ჩვენ ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ვაქციოთ იგი ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ. ასე რომ, 5-10 წელიწადში ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ ევროპაში, ევროკავშირში. 10 წელი არის ჩვენი ოცნება და სურვილი. სიცხადე უნდა შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან კითხვაში - იძლევა თუ არა კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიას? რა თქმა უნდა, არა და ჩვენს მიზანს აქ არ წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხის განხილვა. ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანიც. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი პასუხია არა, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოსთვის, უკრაინისთვის თუ მოლდოვისთვის, მაგრამ ეს არის წახალისება, მეტი მოტივაცია ქვეყნისთვის რეფორმების გაგრძელების გზაზე", - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics