23:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 20:00:53, 1204 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ზელენსკის გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული

თუკი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა, ერთი რამე უნდა იცოდეს მან და საზოგადოებამ, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ჩვენ უკრაინისთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია.

"თუკი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა, ერთი რამე უნდა იცოდეს მან და საზოგადოებამ, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არის რთული მდგომარეობა, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული, მიუხედავად იმისა, რომ არც მოუმართავს. ადამიანზე, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა". - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტევრიუში აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტში უნდა მოეწვიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics