23:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 17:28:11, 1174 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - როდესაც საქმე ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას ეხება, მართლმსაჯულება ფუნდამენტური კრიტერიუმია

მართლმსაჯულება ფუნდამენტური კრიტერიუმია, როდესაც საქმე ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას ეხება,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე, ვინაიდან ის დგას ადამიანის უფლებებზე დგას.

„ვიტყვი, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მართლმსაჯულება ფუნდამენტური კრიტერიუმია, როდესაც საქმე ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას ეხება. დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს, ევროკავშირი დგას ადამიანის უფლებებზე და ეს უფლებები დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა უნდა დაიცვან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უფლებების დამრღვევი მთავრობაა“,- განაცხადა კოლასმა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics